პოეზია · ლირიკა
*** "რაც შემრჩა დღემდე"
...მოდის, მოცელავს... სხვა არაფერი...ა. სულაკაურირაც შემრჩა დღემდეისევ აქ არის:ნაქარი თბილისი და ნაწვიმარი,სხვა არაფერი...მზე ისე ჩადის, თითქოს მზის ჩასვლაცვალად დამედო,სხვა არაფერი...მთვარე _ მამაა და ღამესა ვთხოვ,რომ იქნებ მთვარემ გაისტუმროს ჩემი ვალი,სხვა არაფერი...ძველებურად მიდის ღრუბელიც,მიჰყვება ჩრდილიც ბუნდოვანი,სხვა არაფერი...ცაც უფეროა და წყალნარევი,სხვა არაფერი...ბიჭების მერე აქ დარჩა სევდა, _ტვინის არხების მხურვალე ელვა,ლოგინის შიშის ვერგადალახვა,სხვა არაფერი...ეს მიწაც სამი მაიმუნია _არც შეისმენს, არცა ხედავს, არც ლაპარაკობს,სხვა არაფერი...თვალები ჩემი იარაღია... ოდესღაც იყო...ახლა უკვე გონებით ვხედავ:მხოლოდ სიტყვა თუ გადარჩებაანდა სიტყვის ნაფლეთები,სხვა არაფერი...და საბოლოოდჩაქრება ცეცხლიც, ცეცხლის დამნთებიც,სხვა არაფერი...