↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტფილისი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,სახლებზე ადის ფერადი ბოლიდა კიბეებზე, ვით ვინიეტკა,დაფენილია დაფნის ფოთოლი.
ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები,გზებზე ქარივით მოქარავანე,და აიმართენ, ვით ჟირაფები,მთა არსენალის და მთა სავანე.
ეს სიონი ჩემი ნათელს დამათოვს,მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას.ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ, ვისაც ქერასამოსი გმოსავს სნეულ ოცნებითდა არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,სავსე ქართული პატიოსნებით.
მომაჯადოვა ძვირფასმა ხატმადა ბედი ჩემი წვა არის მისი,და ირიბი გზით გამიყვანს სადმემარადისი და ძველი ტფილისი.
შემდეგ არაა არსად ახალიცა - ოკეანე, მთვარე - ნაფოტი,ტფილისი ჩემთვის არის მაღალიგილიოტინა და ეშაფოტი!!!
ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა,მადონნას გწვავდეს მზე უვედრებიდა განიცადო ასეთი ჯვარცმა:უბედურება, რღვევა, ცხედრები!
დახავსებული კარებით შევლა,სად ყვავილების ჩუმია შფოთი,და განიცადო ასეთი წყევლა:გილიოტინა და ეშაფოტი!!!
სიონი მაინც ნათელს დამათოვს,მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას,ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,ათოვს ზმანებას და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ, ვისაც ქერასამოსი გმოსავს ქარის ოცნებით -და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,სავსე ქართული პატიოსნებით.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი