↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტფილისი ღამით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ის დღეები დაიკარგა.ღამე - რაღაც მზიანი -ისევ ახლო დაიქარგაქალაქის ყრუ ზიანი.
სინათლე ჩქეფს როგორც წყარო -უდაბნოის თვალები -მინდა ღელვა დაგიწყნარო,მაგრამ არ იღალები...
და მიდიან ფიქრთა თანაცეცხლთა შენთა დინება,მტკვარის გესმის ნელი ნანა,მაგრამ არ გეძინება.
შენ, მზიურო ღამის ქარო,მიგაქვს ყველა ვარდები...მსურს ამ ლექსით დაგაწყნარო,მაგრამ არ დაწყნარდები.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი