↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე თქვენ გიგონებთ

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7914 ნახვა

—
გალაკტიონ ტაბიძეს
მე თქვენ გიგონებთ კრძალვით და რიდით,თქვენ მშვენიერ ხმას, ქართულის მაღლობს.გახსოვთ პიტერი, დღენი ჯონ-რიდის,ის დღენი რაა ამ დღეთა ახლოს.არ შეედრება ის ქარი იმ ქარს,როგორც ვერასდროს ვერ შევედრებით -თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს,და თქვენს ხმებს მე და ჩემი ლექსები.მე მზრდიდა წიგნი ლურჯი ზარნაშით,მე თქვენს სახელზე ვლოცულობ ახლაც,თუმც სიკვდილის წინ თავი ავიშვი,თქვენთან კვლავ ბავშვის სიმორცხვე მახლავს.და როცა სიკვდილს ვამარცხებ ერთი,როს კვლავ იმედი ასიათასობს,თქვენ გიგონებთ და ცას იმერეთის,ბრძენო მაღალო ცაო ძვირფასო!
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი