↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე არ ვარ გმირი

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7911 ნახვა

—
მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლებისბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს.არდაბრუნება არ მეძნელება,უფრო ძნელია თქვენზე წუხილი,მიტომ კი არა, რომ სიყვარულიიყო პირველი, იყო უთქმელი,რომ მოპარული, რომ დაფარულიარ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი,რომ ღამე, ჩვენგან დამწვარი ერთად,იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი,რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეტრისხვასთან ამგვარად ვერ დაიწვოდა!..ო, არა... მაგრამ სიკვდილის გვერდით,სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების,თქვენ მაგონდებით, როგორც იმედიწარსულთა დღეთა განმეორების.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი