პოეზია · ლირიკა
მასკარადი
მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.კართან სისველეს და შრიალს შორის,შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,მე - აქილევსის ნიღაბით შავით,შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.ო, ეს შეხვედრა სხივს უარილოსვედრებასავით სულში შეიტანს.თითქოს საარი, თითქოს ალილო,დაგვღუღუნებდა მხრებთან ფლეიტა.სცემდა მუსიკა ლამაზ კოსტუმებს,გიჟ ცეკვებს, მკლავებს, გაღეღას ღილის,მე მაგიჟებდა შენი დასტური,მაგრამ ნიღაბი მიშლიდა ღიმილს.ბოლოს დავშორდით... დათენთილს, დაღლილს,დამრჩა სევდა და მხრებით დამჩრდილა,და აქილევსმა დავტოვე ბაღი -ქუსლში კი არა, გულში დაჭრილმა.შენ კი სად წახველ? გულისნადებივის გავუმხილო, როგორც ვედრება,ყოველდღიური მასკარადებიმიჰქრიან უხმოდ, შეუხვედრებლად.მიჰქრიან, როგორც ირმის ფეხებისტეხენ ღამეს და ისმის დგანდგარი.დღეს ფერს და ხალისს დავესესხებიდა მზესთან ერთად მთაზე ამდგარივიყვირებ, რომ გზა გაწვა პირიქით,რომ დღე შეხვედრის ჩვენიდან გარბის,რომ დამეკარგა შენი ბილიკიდა მწამებელი წარაფი-წარბი.ოცნების რხევა იმედებს შველის,დავივლი ბაღებს, როგორც კულისებს.არსად შემხვედება ნიღაბი შენი -და უშენობა გამაგულისებს.არსად შემხვდები... მაღალ პროფილებსქარი არხევს და ხეებს ანებებს,არც შენზე ფიქრი მაკმაყოფილებს,არც დღენი მოაქვთ შემოღამებებს.მხოლოდ სურვილი შორით იალებსდა შეხვედრისთვის იმედს მიქეზებსდა ვამბობ: ზიზღი ყველა ნიღაბებს,როგორც გათიშვის პირველ მიზეზებს.