პოეზია · ლირიკა
მოხეტიალე კუნძული
ბოლოს და ბოლოს გისრულებ თხოვნას :გიგზავნი წერილს .გამომწვარია გულის ღუმელშიდა ნახშირივით წმინდაა იგი .
ღამის უსაზღვრო ოკეანეშიჩემი სარკმელი ანთია მხოლოდ .მაინც ძნელია ყველაფერი ვაქციო სიტყვადდა თანაც მივცე სიმაღლე სანთლის ,ყრუ _ მუნჯი ბავშვის სიმარტოვე ,თოვლის დუმილიდა მოლოდინი სველ სილაში ჩამხობილ ნავის ...
ღამის უსაზღვრო ოკეანეში ჩემი სარკმელიანთია მხოლოდ.დაეჭვებული და დაძაბული მომჩერებია ღამე ხელებში.და აი, ფურცლის გლუვ ზედაპირზეამოდის სიტყვაამოდის, როგორც წყლიდან ხმელეთიდა მკვდარი ფსკერის დორბლი და შლამი,გადაშენებულ თევზების ჩონჩხიდა მარგალიტად ქცეული ცრემლი(ჩემი თუ სხვისი!),ამოაქვს მაღლა.
ეს სიტყვა ჩემი კუნძულია,მე ამ კუნძულზეჩემი სიცოცხლე გადავზიდე და ბნელ მღვიმეშიდავაბინავე სტალაქტიტივით.მადლობელი ვარ ამ ტკივილისთვის.
მე ფიქრი მტკივა, როგორც ხეიბარსდიდი ხნის წინათ მოჭრილი ფეხისტკივდება ხოლმე.
და ზურგით დამაქვს შენი სინათლე,როგორც ჟანგბადით სავსე ბალიში.
მღვიმის წყვდიადში დუმს სტალაქტიტი,ვით ზარის ენა - ჩამოხსნილ ზარში.
დახეტიალობს ჩემი კუნძული,მთელი ქვეყანა ზღვა არის მისთვის.ის ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება,გამოცდილი აქვს ფეხქვეშ საყრდენი.
დახეტიალობს ტალღების ქაფითთავშემკობილიდა თოლიების მჭახე სიმღერითგაბრუებული...
მას დაეძებენ!გაშლილ რუკაზეგრძელი ფეხებით დასდევს ფარგალიდა იფარება მთელი ქეყანაჯვრებით, წრეებით და კვადრატებით...
გადაზნექილა ქარში ანტენა,წამომართული გაწვრთნილ გველივით,და იოფლება ხელში ჭოგრიტი,სივრცისგან თვალებატკიებული.
დახეტიალობს ჩემი კუნძულიდა ზღვაზე გააქვს რძისფერი ხნული,ხოლო იმ ხნულში თესლივით ცვივამისი ამაყი რწმენა და ფიქრი.
მას დაეძებენ!მაგრამ ჭოგრიტშიარ გამოჩნდება არასდროს იგიდა ვერც ფარგალი ვერ დაეწევადა ვერც ჯიუტი და ბასრი წვერისაგულდაგულოდ გათლილი ფანქრის.ტყუილად ქსოვენ ამხელა ბადესეს სიგრძედებიც და განედებიც.
ის შენშ უნდა აღმოაჩინო:შენს არსებაში!მაგრამ ამისთვისბევრ რამეს უნდა უთხრა უარი:უნდა ჩამოხსნა მძიმე ფარდებიდა გამოაღო სულის სარკმელი,და აღარ მიწვე უსუსურებისდა მორჩილების დამპალ ძონძებზე,ნარკოტიკივით გაოგნებულიყალბი სინათლით...
ფეხით გასრესილ ლოკოკინას სუნი დგას ირგვლივ.
მიარღვევს ტალღებს ჩემი კუნძლიდა ნაპირებზე გადმოდის წყალი:აქაფებულუ და აფოფრილი,მღვიმემდეც აღწევს ჩემ გარშემოტოვებს ნიჟარებს.და ნიჟარებში ჩაბუდებულიმარადიული სული ბუნების,მაგნიტოფონის სუფთა ფირივითშრიალებს ბნელში.
აი ამ ფირზე იწერება ჩემი სათქმელი.
დახეტიალობს ჩემი კუნძული;პირველყოფილი გულუბრყვილობითდარწმუნებული, რომ საჭიროა,რომ ვინმეს მაინც მიუსწრებს სულზეამხელა ზღვაში...
ესაა მხოლოდ მისი მიზანი,თვითნვე მოვა იგი შენამდი,თვითნ მოგნახავს და გადაგარჩენს,თუ აღიარებ, რომ იღუპები.
მაგრამ ხარბია ადამიანი:დროს არ დაკარგავს აღსარებისთვის.
ჭიპით სიზიფეს ლოდზე მიბმულლი,ძლივს მოპოვებულ სულს და გონებასიშორებს გზაში, რომ შემსუბუქდესდა მიათრიოს ძვალი და ხორცისალაფავამდე...
აჰა, გამოჩნდა!ფერშეცვლილ ფიცარსწურბელასავით მიჰკვრია კაცი,რომსიკვდილამდე მთლად გამოსწოვოს,თუკი რამ დარჩა გამოსაწოვი.
ვეძახი: შველა ხომ არ გჭირდება?!(ხელში მიჭირავსრკინის კაუჭი).- გამომადგება! - მპასუხობს იგიდა დაღუპული გემის ფიცარიშინისკენ მიაქვს.და გალუმპული მისი მკლავები,შეყვარებული სელაპივითწვანან ფიცარზე...
ქვის იატაკზე განწმენდის ცრემლითამოჭრილია შენი სახელი.მის წასაკითხად საკმარისიაასოებიდან წყლის ამოხაპვადა სულ პატარა ნაჭერი სანთლის.
მადლობელი ვარ სიმარტოვისთვის.
სული იზრდება სიმარტოვეში.მე მესმის, როგორ იზრდება იგიდა ვხედავ, როგორ იკეთებს ყვავილსდა როგორ მიაქვს მზისკენ ყვავილი,გაქვავებული კოცონის მსგავსი
1969