↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვაზრეული უფრაზობის ორგია!

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4417 ნახვა

—
თეთრი ზღურბლის ზღუდე ზღუდავს ზესკნელს,პირგათლილი პერგამენტის სპარტანული პროლოგი...დაღარული აღრევა ღრიანცელის _ ღრეობასთან,უხარვეზო ხმოვანებით იხვითქება სხარტი ხილვა,დაგლეჯილი დაგოგმანებს უდგრომელი დიდი გენი!მლაშე მილში მოშუშხუნებს მრუში _ ქუში!ჰაეროვან რგოლთა რბევა რიდეების როკვით,მწკლარტე წვენის მწოველ მწირის უმწეობა...სისხლიანი ნასისხლარით ისისხლება ჩასივება _კუტი _ კენტი, კეტით კოდავს კარტებს,თვინიერი თვითმპყრობელი უთავბოლოდ ისევ თვრება,ლოყის ლოდინს ლიანების ლაღ ალერსით...ქალთა ქროლვის დაქუფრული ქრის ქიმერა;ტიკის ტვინი ტორტმანებს და ტოკავს მტვერში,ცხარე სცენის საცოდავი ცეცხლის ცვარშინაოხრალი ნახატების ნაღვლიანი ნიაღვარით,იფერფლება თლილი ფარჩით ფიქრთა ფესვიდა ნოტიო ნიუტონის _ ნირობს ტონი!ლამაზების ლაზარეთში ლაზღანდარობს ლაბზის ლამპა,აბნევს ბურში გადაბნედილ ბირთვებს _ ბრაზით;კარადების უკედლობის კადრთა კვდომა!ჭაობებში ჭრის ჭიპლარებს ჭლექის ჭია,ჯუჯა ჯავრით ჯოხს აჯახებს კეთროვანთა,საუკუნის საკითხავი მიკისკისებს საკაცეში,გვამთა გმული უგუმანო _ გამზირებით._ ჩემში ჩმახავს ჩახლეჩილი სულში _ ჩიხი,მკერდში მკვიდრობს უკაცური მიკრო-კუბო!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი