↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95295 ნახვა

—
არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.
ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველიისევ მოვა დანაკარგი... არაფერია.
გაიშლება მწუხარება შეულეველი,შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.
შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველიიყოს ჩემი სულის სარკე... არაფერია.
მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,მეტი ძებნა... მეტი ბარგი... არაფერია.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი