პოეზია · ლირიკა
სულის კათარზისი
ჩემში, როგორც მარადისი_ იბადება ღვთაება...მემართება კათარზისი,სიღრმეების განღება!კატასტროფა ხდება გონში,იწურება აზრები...მეპარება რისხვა, ტონშიიძულებით განგების.განაწირი ბედისწერაჩემს ჩარჩოში მოძვრება;აღსასრულის უფრო მჯერა,რომ უთუოდ მოხდება!დამფრთხალია გრძნობის ძალა,ირევიან წამები...არსებობამ გადამღალა,_ ეკლის ქსელში გავები._ ჩემში, როგორც მარადისი,იბადება ღვთაება...მემართება კათარზისი_ სიღრმეების განღება!