პოეზია · ლირიკა
სულის წყვდიადი
სათაყვანო ოცნება - ცეცხლით შეიმოსება,დასრულდება წუთების ყალბი შეტაკებანი...სულში დავა მორჩება, ტრაგედია მოხდება,გონში კვლავ აღმიდგება აზრთა შენაცვლებანი.უარყოფილ მრწამსების - გაისმება ბასები,შინაგანი არსების გახშირდება ღელვები...ირაზება კარები, ილუზიურ ზმანების,და ვით წვიმა წამოვა - ლორწოვანი გველები!მოზღვავდება ჰაერის უხილავი მანერი,ჩავარდება წუმპეში გუშინდელი გრიგალი -გაყინული კამერის, მარტოობით დავთვერი,შემომერტყა საღამო, როგორც მკაცრი ვუალი.დასივებულ თვალების იბზარება ნალები,სისხლოვანი ცრემლების ნიაღვარში ვიხრჩობი -უთავბოლო წვალების მტრული რიტუალებითგავსებული პირთამდე, ორ ნახევრად ვიპობი!საუცხოო მირაჟებს ვერასოდეს მიაგნებს -სულიერი განთიშვის ინდივიდუალობა -უაზრობა იმძაფრებს ლუციფერი მიმათრევს,და ღამეულ ჩონჩხებთან შევუდგები გართობს!შეწყალებას არ ელის, ჩემი ავი სახელი,იკარგება ხსოვნაში უძველესი რითმები -მეკიდება სასმელი, ჭიქის კორიანტელითმიზანტებულ გარებით და საოცარ სიზმრებით!..- სანეტარო ოცნება ცეცხლით შეიმოსება,გათავდება დღეების საშინელი ორგია!