↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი ამწევი ფარდის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96962 ნახვა

—
სიკვდილი პირად ოდენ ვიქნები,მე ჩემ დემონებსვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები,სადაც შენს იქით, სადაც შენს გარდა, არ ჩანს არავინ.ერთი წამია ნგრევის შეგნება -წამი ღვარული,იქ სიბრალული სულს არ ექნება,არც სიყვარული.გონება ჩუმობს და ჯადოს ილეკს,სხივს მომაკრძალებს;მხოლოდ შორეულ თოვლიან ბილიკსმივაპყრობ თვალებს.მღვრიე ქუჩები, ხიდეები,ნისლი, ზარებიჩემს დაფიქრებას ხმაურობითფარავენ მარად;იხტიოზავრის გაღვიძებასესადარები,ოდეს ქარები გრიალებენ:მსოფლიო ქყნარად!თმაგაწეწილი ორატორიმძაფრი ძახილიმიეშურება აღელვების ზღვად და სამუმად.ჯერ არნახული, ჯერ ართქმული,ჯერ არსმენილიხმით გუგუნებენ მოედნები:მსიფლიო, ჩუმად!ხმა იყოლიებს ყტიბუნებზეამართულ ლანდებს,უეცრად მასის გადარევაელვაზე ჩქარაშესძრავს პეტერბურგს, ასწევა ლავრებს,მანიფესტებს.აღფრთოვანება, გაგიჟება, წყევლა, მუქარაჩემს თვალწინ მიდის შეღამებისელიზიუმად...წყნარად, მსოფლიო! წინ, მსოფლიო!მსოფლიო, ჩუმად!

მაინც დავიმსახურე

მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი