↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი ამწევი ფარდის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
სიკვდილის პირად ოდეს ვიქნები, -მე ჩემს დემონებსვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები,სადაც არა ერთს გავიხსენებ ნანგრევ შენობას.მათ მხოლოდ ერთი ასწიონ ფარდამზის დამფარავი,სადაც შენს იქით, სადაც შენს გარდა,არ სჩანს არავინ,ერთი წამია ნგრევის შეგნება -წამი ღვარული,იქ სიბრალული სულს არ ექნება,არც სიყვარული.გონება ჩუმობს და ჯადოს ილეკს,სხივს მომაკრძალებს;მხოლოდ შორეულ თოვლიან ბილიკსმივაპყრობ თვალებს.მღვრიე ქუჩები, ხიდეები,ნისლი, ზარებიჩემს დაფიქრებას ხმაურობითფარავენ მარად;იხტიოზავრის გაღვიძებასესადარები,ოდეს ქარები გრიალებენ:მსოფლიო, წყნარად!თმაგაწეწილი ორატორისმძაფრი ძახილიმიეშურება აღელვებისზღვად და სამუმად.ჯერ არნახული, ჯერ ართქმული,ჯერ არსმენილიხმით გუგუნებენ მოედნები:მსოფლიო, ჩუმად!ხმა იყოლიებს ტრიბუნებზეამართულ ლანდებს,უეცრად მასის გადარევაელვაზე ჩქარაშესძრავს პეტერბურგს, ასწევს ლავრებს,მანიფესტანტებს.აღფრთოვანება, გაგიჟება,წყევლა, მუქარაჩემს თვალწინ მიდის შეღამებისელიზიუმად...წყნარად, მსოფლიო! წინ, მსოფლიო!მსოფლიო, ჩუმად!
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი