↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიოტიმა

დარბაისელი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1817 ნახვა

—
დიოტიმა ვარ,მზის ასული,სულით ორსული,უცხო ტომისა,უცხოდ მხედი,უცხოდ მავალი.
შემოკრბით, ბრძენნო,სანადიმოდ,შესვით წყალ-ღვინო,რაც გინდათ, მკითხეთსიყვარულზე,ვიცი მრავალი.
ვიცი, ნიადაგ ვით დაეძებსნაკლული ნაკლულსდა შეერთების მწარე ნდომავით დაიმონებს.
ღმერთს და კაცს შუამოქანავე ვნახე სამანი -იქ გახიდულებსპირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.
“დამენამაო თვალი ცრემლით,მოდი მალეო,უშენოდ წყვილმა აფროდიტემგამაწამაო...”უნდოს, უჭეროს, დაუდევარსვინ დაუჯეროს.თვით უკვდავებაცსიკვდილივით არის ამაო.
კმარა ბაასი.მო, კალთაში ჩამიდე თავი,ჩემს ბაგეს დაჰყევ,გარინდული,ღელვას მიენდე!მორჩა ამბავი.რას დაეძებ,თუ იბნევიანნათელმზიდველნიმთის წვეროდანჩრდილთა მღვიმემდე.
ხედავ?აფრინდა წყვილი წერო,ცაც აირია,შემოისერაბედისწერის თეთრი არშია.
რას ვერჩით ღმერთებს,ეს ტანჯვაც ხომჩვენ მოვიგონეთ.არ არის ქვეყნად სიყვარულიდა არც ცაშია.
დარბაისელი ნინო

დარბაისელი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი