პოეზია · ლირიკა
მამიანი სურათები
რუხი პლიაჟი,ჭრელი ქოლგებიდა ცხელი ქვები...
რა პატარა ვარ!ალბათ ორი წლისა ვიქნები.
თვალმოჭუტულიმუხლზე გიზივარ,კიკინები ამიშვერია.
საოცარია,რაც ხანი გადის,ხუნდება ფოტო,მაგრამმძაფრდება მოგონება:დიდ წყალში როგორ შემიყვანემხარზე შესმულიდა როს ნაპირზებუზისტოლად მოჩანდა ყველა,უეცრად როგორ გადამაგდე,ან ფსკერისაკენტალღამ როგორ ჩამატრიალა,ანდა რა ძალამ ამომაგდოკვლავ ზედაპირზე.მე ვფართხალებდი,შენ - სიცილით უკან იწევდიდა“მა-მა, მა-მა!” -იმედიანი სასოწარკვეთისტყუპი მარცვლები იფანტებოდა,ირეოდა მწარე შხეფებში.
პირველად მაშინ შევიგრძენი,სიცოცხლის წკიპზეროგორ ერთდება მლაშე ყლუპადდაბნეულობა, ნდობა,შიში და სიყვარული.
ჰო! აი, ასე მასწავლე ცურვა.და როცა წყალთან შევთამამდი,მომდევდი ხოლმე შორი-ახლოფართო მკლაურითდა მხოლოდ გვიან,როცა ძალიან გავიზარდე,ქვიან ნაპირზე მშვიდად მჯდომითვალს მადევნებდიდა მე ვცურავდი მარტოდმარტო,მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდიმოტივტივესაზღვრის ნიშანთან,რათა ძალ-ღონე მომეკრიბადა სუნთქვაშეკრულსერთხელ მაინც გამეღწიასადღაც, შორს შენგან,სადაც საერთოდ აღარ ჩანდი,არც იგრძნობოდი.
გიბრუნდებოდი მერე დაღლილი,ნაპირთან ახლოს ვედებოდიშიშველ სხეულებსდა მეყსეულად ცოცხლდებოდაწყალქვეშა შიშიც.
რა იყო შენთვის ჩემი სიშორე!შენ ხომ მასწავლემკერდში ჰაერის გამოზოგვა,ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმაწოლა,გარინდებაცდა კიდევ რაღაც,რაღაც მთავარი,რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი,მაგრამ სათქმელი იხერგებაყელის სრუტეშიდა აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.