↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კენჭი

დარბაისელი ნინო

2010-08-121 წთ საკითხავი1812 ნახვა

—
დღეს ასე მშვიდი რატომ ხარ, ზღვაო!თითქოს ამქვეყნად იმისთვის გაჩნდი,რომ შენს მოსარკულ გულისპირზეამ ვარსკვლავებმა სავალი ზომონ,შეყვარებული ერთმანეთი ათვალიერონ.
ამ ვარსკვლავებმაშენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს,მეც შენში მიყვარს ჩემი თავი,მე ხომ კენჭი ვარ.
რანაირი ხარ!ხან გამომრიყავ,მერე უცებ გულში ჩამიკრავ.
როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ,გამირიდებ და დანარჩენებს დავემსგავსები.
ჰო, შენ დიდი ხარ, ძლიერი ხარ,მე კი პატარა,მაგრამ შემხედე! -ერთი წახნაგიც აღარ შემრჩა,ქვეყნად იმდენი ვიგორიალე.
რაც ჟამი გადის,კი არ ვიზრდები,ვპატარავდები.
იმდენი ხნის ვარ,იქნებ სულაც ბავშვი მახსოვხარ.
ვიცი,სად მიდის,მხარს რომ შეუცვლისმეზღვაურებს,შენი ფიქრის ჩუმი დინებადა ისიც ვიცი,გულისგულში რა განძებს მალავ,მაგრამ არ ვიცი,ეს ხმა როგორ გადმოგაწვდინო.
მესწრაფე, ზღვაო,დამაყარე შენი შხეფები -მარგალიტები მაგ გულიდან ამონაკრები!მესიყვარულე,ასე, მწარედ მესიყვარულე,ვიდრე ვარ ქვეყნად,საბოლოოდ ვიდრე გავქრები.
დარბაისელი ნინო

დარბაისელი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი