↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ არ გინახავს ალაზანი, ნუ წახვალ ზღვაზე... (ანუ კახური სეპარატიზმი)

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7031 ნახვა

—
თუ ერთხელ მაინც არ გინახავს ალაზნის ველი,რა აზრი აქვს წახვიდე ზღვაზე...თუ ერთხელ მაინც არ გიგრძვნია ხმაურიანი ალაზნის სუნთქვა,რა აზრი აქვს აღელვებული ტალღების ხილვას...თუ ერთხელ მაინც არ გაგისინჯავს,მღვრიე ალაზნის ხავსიანი წყლის გემო,რა გემო აქვს მლაშე წყალს...თუ ერთხელ მაინც არ გინახავს,ზაფხულის კავკასიონის თოვლიანი მწვერვალის ფერი ალაზნის მწვანე წყალში,რა აზრი აქვს ნახო, როგორ ჩადის ზღვაში მზე...თუ ერთხელ მაინც არ გინახავსკამკამა ალაზნის ფსკერზე შავ-თეთრი მურწა,რა აზრი აქვს ნახო, როგორ დაცურავს მედუზა...თუ ერთხელ მაინც არ გაგიგია შაშვის გალობახმაურიანი ალაზნის ფონზე,რა აზრი აქვს გესმოდეს თოლიების ჭყივილი ზღვის ზემოდან...თუ ერთხელ მაინც არ გაგისინჯავს,ალაზნის პირას მდგარიმტვრიანი ბუჩქიდან მოკრეფილი მაყვლის გემო,რა აზრი აქვს მიირთვა მოხარშული სიმინდი...თუ ერთხელ მაინც არ გინახავს,მწვანე ბალახზე გულაღმა გაწოლილს,როგორ იღრუბლება ალაზნის თავზე ლურჯი ცა თაგვისფრად,რა აზრი აქვს ზღვის სანაპიროზე ნებივრობას...თუ ერთხელ მაინც არ შეგრჭობია ფეხში,ალაზნის პირას, ხმელი ხის ტოტის პატარა ეკალი,რა აზრი აქვს ცხელ კენჭებზე ფეხშველა სირბილს...თუ ერთხელ მაინც არ მოგისმენია ალაზნის პირას მჯდარს,ალავერდის ზარების რეკვა,რა აზრი აქვს გესმოდეს მომაბეზრებელი მუსიკებისოკოებივით ამოსული ბუნგალოებიდან...თუ ერთხელ მაინც არ გინახავს ალაზნის ველიდა მაინც მოგინდა ზღვაზე წასვლა,ეგ არაფერი...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი