↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ არა და

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7032 ნახვა

—
შენი მშვიდი სუნთქვის ფონზე,დავწერ ლექსებს,შენს სიზმრებში შევიჭრები უკითხავად,ფერად ზღაპრებს მოგიყვები ტყის მცველებზე,სასთუმალთან დაგახვედრებ ფინჯან ყავას.
და ღიმილით რომ დაიწყებ, წუხელ იცი?...გეტყვი ვიცი...ვიცი, რადგან იქ ვიყავი,შენ სიზმარსაც ვერ დაარქმევ უჩემობას,მე შენს სულში ბუდეც კი მაქვს უხილავი.
გამიღიმე, ასეთი ვარ, მზესაც ვათბობ,რადგან მზე ვარ,მოვინდომებ და გაგათბობ,თუ არა და...მთვარედ გაქცევ, ყინვის ღმერთად,არასოდეს რომ არ გვნახონარსად ერთად...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი