↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისე

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7036 ნახვა

—
ისე დავიცალე სასურველი სტრიქონებისგან,რომ ნაწვიმარი ქუჩის ბოლოს გუბის სარკეში,ვეღარ ვამჩნევ მთვარის ანარეკლს...
ისე შევეჩვიე შენს სახეზე მოლიცლიცე სიტყვების თამაშს,რომ ამღვრეული ოცნებებიც აღარ ტირიან,ერთ დროს ცაზე ახლადგაფენილი სარეცხივით...
ისე მომენატრე, რომ სიმარტოვის უსუსურ ფიქრებს,ჩემი ლომური ენერგიით მოვიგერიებ,და დავიჩოქებ, თუ შემთხვევით წავიბორძიკე...
ისე გამეცალე, როგორც კვამლიანი ღრუბლის გუნდებიიფანტებიან ქარის მცირე წამოქროლვისას,ისე დამაკლდი, როგორც მოხუცს თვალის ჩინი,ახალგაზრდობის დროინდელი წიგნის ხილვისას...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი