↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * წვიმა და ოფლი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
წვიმა და ოფლი.რა მხარეები გიცდის სიბერის -მე მესიზმრება ჩემი სამშობლო -სამშობლო შავი ლიუციფერის -სამშობლო ძველი.გზა - დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებით,და სისხლით სველი,გზა სასიკვდილო გადათეთრებით,სამშობლო შავი ლიუციფერის.მე მწუხარებამ დამიძმობილაბინდის ტყე-ველი.არასდროს ჩემთან იქ არ ყოფილანაზარეველი.(მელანდებოდა ის მხოლოდ შორით -და მაწვალებდა მე მისი ჯვარი,ჯვარი ჯერ ისევ თეთრი თაბორით -ლიუციფერის ხელით დამდგარი).ვერ გაიგონეს შენი მხნე ნანადა რიდეობა ვერ შეიფერეს.შენ გესიზმრება შენი ქვეყანა,ქვეყანა შავი ლიუციფერის.მოკვდები, ბნელის იქნება თოვა,და მწუხარება ლურჯი, ლიბერიდა სამარესთან, ვინც კრძალვით მოვა,იქნება მხოლოდ ლიუციფერი.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი