↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * წინად შენი სპეტაკი გზა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
წინად შენი სპეტაკი გზადა ვარდები ფეხით სთელეს,მერე ვითომ შერცხვათ ცოტადა ჩანგს მისწვდნენ უგულწრფელესს.
კარგი, კმარა, ვინ არ ხედავს -ეს სიმორცხვე ამაოა -მას ზეიმი დაერქმევადა დამარხვა კი გამოვა.
დამფასებლის სამოსელშიგაეხვევა მტრების ჯარი,მაგრამ მათი ღრიანცელიცინიზმია საზიზღარი!
ანგარიშში სცდება მტერი,როს მღერის და გულში ღრინავს -მას არ სძინავს არასოდეს,მაგრამ ეხლა არც მე მძინავს.
1933
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი