პოეზია · ლირიკა
*** "გამხელს ეს გული"
გამხელს ეს გული, რაღაცას მალავ;შენ ხომ გმფარველობს მზე-ლამპარია.თბილისი გხიბლავს ბარელო ქალავ,მე კი არდოტის ცა მაბარია.ისე მიდიხარ მიღმა ხევიდანგულის წუხილი ვერც კი გამანდე.რისთვის გვინდოდა ჩემი ლექსით წვა?სულში ტანჯვით რად მომიქამანდე?შენზე მლოცველი შემოვრჩი არდოტს,ჟამით დაშლილი წყვდიადს რომ ერთვის,თუ რამე კარგი შემომრჩა მარტოს _ეს არის მთებში ლოდინი შენთვის.ვარ მიჯაჭვული კავკასიის მთებს,როგორს პრომეთე და ამირანი.ამ ჩამქრალ კერას კვლავ შენ ამინთებ,სხვა ჩემი მხსნელი არავინ არი.