↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ისევ დაგკარგე"

არდოტელი მურღვა

2001-08-121 წთ საკითხავი1061 ნახვა

—
ისევ დაგკარგე, ისევ დაგეძებ,გიპოვი? არა, სულს აღარ სჯერა.ერთმანეთს ავცდით, მარტონი ვერ ვძლებთ,ეს გლოვა სულში ვინ შეაჩერა.შენმა სიშორემ არღუნის ტალღამაქცია ზვირთად და ქაფის მძივად.შუახნის კაცი რამ გამაბალღა?რად მეჩვენება სამზეო ცივად?რად ითალხება ბინდბუნდით მთებისულის წვას რატომ ჰქვია წამება.ქარმა გაშალა ნისლი _ კლდის თმებიდა მზე სხივებით მეწამწამება.ეს ბედი მაინც გვწეწავს და გვლეწავს,(ამ დღეებს ჰქვია ღმერთთან მუდარა)შენ ჩემთვის ტრფობის ქალღმერთად გძერწავს,მე კი პოეტად? არა უნდა რა!
არდოტელი მურღვა

არდოტელი მურღვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი