↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმღერა წვიმაში

აკობია შოთა

2014-05-121 წთ საკითხავი484 ნახვა

—
როცა წვიმებია, როცა ქარებია,მთები ამღერდება, შენაც ამღერდები...გული არ გქონია, თუ არ გყვარებია,თუ არ გყვარებია, ჩქარა დაბერდები.ცაში მოჟღარუნე წვიმის ლარებია,მუხებს ანანავებს, თელებს ანანავებს...ფრთები არ გქონია, თუ არ გყვარებიადა არ გიფრენია ზეცის თავანამდე.როცა ღამეა და შმაგი ქარებია,როცა ელვისაგან წამით გათენდება,ელვა შეგაშინებს, თუ არ გყვარებია,სატრფოს თვალთა ელვა თუ არ გახსენდება.ვეღარ აენთები, თუკი ნაპერწკლებადგულზე სიყვარული არ გაგკარებია;წლები წვიმასავით ჩქარა დაგეწევა,ჩქარა დაბერდები, თუ არ გყვარებია.
აკობია შოთა

აკობია შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი