↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოხუცი მსახიობი

აკობია შოთა

2014-05-121 წთ საკითხავი480 ნახვა

—
იგი წარსულზე როცა საუბრობს,თვალწინ იხსნება წარსულის ფარდა.სიჭაბუკისას ყველაზე უფროთურმე მოხუცის როლი უყვარდა.სიჭაბუკის და სიბერის ზღვარივის წაუშლია უბრალოდ მისებრ:მოიშორებდა უეცრად პარიკსდა ახალგაზრდა რჩებოდა ისევ.როლში კარგავდა ტახტსა და გვირგვინს,დარბაზის `ვაშა~ რჩებოდა ტახტად...ათასჯერ მოკლეს სცენაზე იგიდა ამიტომაც უკვდავი გახდა.ახლა თეატრთან დინჯად ჩაივლის,შედგება, დიდხანს უმზერს მთაწმინდას..."ყრმობისას მოხუცს ვეძახდი თბილისს,მე მოვხუცდი და ეს გაყმაწვილდა."ხუმრობს: "ეს წესი მქონდა თავიდან:ტოლს გზას ვუთმობდი კიბეზე, კართან...ტოლთაგან უკვე ყველა წავიდადა ჩემი წასვლის დრო არის მართლა."ჭაბუკთა შორის როდესაც არის,ბავშვთა ჟრიამულს როდესაც ისმენს,წუთით ჰგონია, მოიხსნის პარიკსდა ახალგაზრდა გახდება ისევ.
აკობია შოთა

აკობია შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი