პოეზია · ლირიკა
ხმალზე ამოკითხული
ერთ დროს ვიყავ ელვარე და გაბასრული,მაშინ მფლობდა მეომარი ვაჟის ხელი.ტარზე მქონდა ეს წარწერა _ "დასასრული"და ეს სიტყვაც მახვილივით იყო მჭრელი.იმ მამაცმა ვერაგები ბევრი ხოცა,ბოლოს როცა დაელია მკლავში ძალა,მე ამ მთაში სამუდამო ბინა მომცა,თვით კი სიკვდილს ლეგენდებში დაემალა.