↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელი ქრისტიანები

სამადაშვილი ნიკო

2003-09-122 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
სარჩევი 5
  1. 2. ხილვა
  2. 3. ვედრება
  3. 4. ლოცვის ანეული
  4. 5. თქმულება
  5. 6. გამობრუნება
1. ბეთანია
გავხედე ალგეთს, ბოკრო ფერდობებსქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,მთები ხრჩოლავდნენ ნაირ ფერებითდა ხან ცხვრის ფარა კვარცხლბეკის ახლო.
ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი.მიწა გაირღვა თითქოს ქვესკნელმაამოისროლა ტაძრის გუმბათი.
დავეშვით ქვევით და ბეთანიამზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა!..ცოდო არ გვქონდა, იცოდეს რმერთმა,ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.
ხევში მდინარე შემოგვეფეთა -შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.ჩვენ მივდიოდით აღმართზეთ ერთად,რატომღაც ჩუმად რაღაც უიღბლოდ...

2. ხილვა

აქ დანდობილა გლეხი სახრეზედაქ შესწრებია ორშაბათ დილას,ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზედჯალალედინის შემოკრულ სილას.
აქ გაუხსნია გული დედოფალს,თმებში ჩაუწნავს ბაბთის შაირი,აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს,წყემსდაღუპული სოფლის ნახირი.
ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,რომ გარეთ ჟონავს ჭაღის ნათელი.ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს,რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი.

3. ვედრება

აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,თავი დამედო და დაგეკალი,ალბათ ოდესმე წესს ამიგებდაშავი ღრუბლების ცივი წინწკალი.
რო ეთქვათ ქარებს მადლი დედაშენს!თან ღმერთს შესჭროდი საყდრების გლახა,რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,ქვევრში ჩაგესხა დაგეტალახა.

4. ლოცვის ანეული

კედელზე სანთლის შუქი იჭრება,სჩანს წმინდანებმა როდი მიგვიღეს,რა გვეშველება წყეულ ნაბიჭვრებს,თუ გზაც ავდრებმა გადაგვიტიხრეს.
დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,ქანდაკება სდგას აღთქმული მგზავრის.ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებსვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.
მათხოვარი ზის, როგორც ობობა-მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.

5. თქმულება

აქ წარმართებიც მუხლებს იყრიდნენ,როგორც ამბობენ დიდ გიორგობას,თურმე ამ ჯვარცმას რო უყურებდნენ,გვჭორავდნენ: ხედავთ კაცობრიობას?!
სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,თუ დარეკავდი გაყრიდა ნაგავს.სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა,თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.
აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები,ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი,გაღმა ბუდობდა ძველი საბძელი,და ალაგ-ალაგ ღვია და კვრინჩხი.

6. გამობრუნება

გზა სჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევითჰქრებოდა განცდა გზნების მომგვრელი,უკან ყმუოდა ხატის მიზეზითსახადშეყრილი ვარაზის მგელი.
ძნელია მუდამ გულდაძმარება,კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებითუსინანულოდ ვტოვებდით ტაძარსუკანასკნელი ქრისტიანები.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი