↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პრიალა ცოდვილი

ხარანაული ბესიკ

2011-08-121 წთ საკითხავი6020 ნახვა

—
განა ცოდვილი შეასწორებს თავის ცხოვრებას,გაღვიძებულიმძინარ შვილს რომ თავქვეშიდან ხელს გამოაცლის,როცა კოცნის იმის სახეს,განა კოცნით ლამობს თავის ცოდვების წაშლას?და ადგება ქარქაშიდან ამოწვდილივითდა გამოდის გარეთ პრიალა!პრიალა ცოდვილი.ვინაა კიდევ სხვა, მეორე,რომ ასწორებს თავის ცხოვრებას?განა ღმერთი? განა სამყარო?განა ლომი? რომ აგდია თავისივე ფერის ბალახზე.განა ბერი?საბჯე ჯოხით თავისივე აჩრდილს რომ ჩეჩქვავს,ვინც ერთგულად მოაცილა საყდრის კარამდე.მხოლოდ აბსოლუტურად ცოდვილია მართალიდა შვილის ლოგინიდან რომ ადგებახანჯალივით ამოწვდილივით,აელვარდებადა გამოდის გარეთ პრიალა,პრიალა ცოდვილი.
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი