პოეზია · ლირიკა
*** "არა იმიტომ ვამბობ მე, "წინ!"
არა იმიტომ ვამბობ მე `წინ!~რომ იქ რაღაც აღმოვაჩინე,არამედ, ღმერთო, მეშინია უკან მიხედვის,რადგანაც იქ, იმ წარსულში,იმ თეთრ გორაზე,თრთვილით დაფარულ ჯაგებს შორისდამსხდარან ორნი:მელა – ლამაზი და ცბიერი,ყელმოხატულიდა მგელი, მგელი,მომლოდინე, როგორც ისარი.