პოეზია · ლირიკა
ალუბლის ხევ
ალუბლის ხევ, შეპარულობერ-მონაზვნის სამყოფელში,რატომ უხმობ წმინდას წმინდაიმ სოფლიდან ამ სოფელში...ნეტავი მან, მოუცლელირომ ჰყუდია ცრემლმდინარი,ლოცვებს შორის, ხატებს შორის,ერთხელ მაინც მოგკრა თვალი?ავია და მწყრალია დაბერი სოფლის საცდურებთან,ერთი თვალით, ერთი ფიქრითჟამი მისი გაცუდდება.ცულით ხომ არ გამოგენთო,მოძალადე რაკი გპოვა,თუ სარკმელი ამოქოლადა ბილიკიც მიატოვა.ალუბლის ხევ, შეპარულო,ბერ-მონაზვნის სამყოფელში,რატომ უხმობ წმინდას წმინდაიმ სოფლიდან ამ სოფელში...რომ დაისხი და დამწიფდი,როგორც ცოდვის სისხლი, მწველად,ნუთუ ერთიც არ მოგწყვიტა,და ბაგე არ გაისველა.ვის უნახავს მონასტერისკედლებს როგორ შუქით ავსებს,ხატებს როგორ აელვარებსხორციელი სილამაზე...და რა ძალა უნდა გქონდესდა რა მტრობა ბევრზე ბევრი,რომ ცოდვილად დაისახოხორციელი უცოდველი.რომ უდაბნოდ დაისახოლურჯი ცა და მწვანე ველი,და მოჰკვეთო სილამაზე,ვით ლაშქარი მწვალებელი.ალუბლის ხევ, შეპარულობერ-მონაზვნის სამყოფელში,რომ იწვევდი წმინდას წმინდაიმ სოფლიდან ამ სოფელში...წელი მიდის სხვა ათასიდა არ წყდება მაინც დავა,რატომ უნდათ ერთმანეთიიმათ, ღმერთმა ვინც ასხვავა.რატომ ხმება ზეზეულადუპასუხო სიყვარულიდა ყოველწამს რატომ არისსაუკუნო დასასრული.რად იწყება კვლავ თავიდანსიყვარული მოძულეთა,აქ ამბავი არვინ იცის,ვინც წავიდა, დარჩა ღმერთთან...ალუბლის ხევ, შეპარულობერ-მონაზვნის სამყოფელში,რომ იწვევდი წმინდას წმინდაიმ სოფლიდან ამ სოფელში...