↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანდერძს არ ემსგავსოს

ხარანაული ბესიკ

2011-08-121 წთ საკითხავი6023 ნახვა

—
შენ უკვე ისეთ ზღურბლზე გადახვედიდა უკვე ისეთ დროში შეაბიჯე,როცა გიჩნდება ახალი ხიფათი:ყოველი შენი სიტყვა - ანდერძს არ ემსგავსოს.სიბრძნესაც, მოჩვენებულს, რომელსაც შენ ადრემშიერი ნადირივით უმალ აცხრებოდი,ახლა ერიდები - ანდერძს არ ემსგავსოს....რომ ვითომ შენ გინდოდა,ვითომ შენ მიგაჩნდა, ვითომ შენ გიყვარდა,გძულდა, ანდა წინასწარმეტყველებდი...და ამ უკანასკნელზე ისე გეცინება,ისე გულიანად გინდა იხითხითო...მაგრამ ტუჩებს კუმავ - ანდერძს არ ემსგავსოს.ჭიქასაც, წყალსაც, ხვევნას, ღიმილს...ანდერძს არ ემსგავსოს.და წვები გაბუტული და განაწყენებულიდა რაკი აღარ იმუქრები - „ხვალიდან!"რაკი „ხვალე" და „გუშინ" უკვე აღარ არსებობს,ებუტები საკუთარ სიტყვასაც და სხეულსაც.სხეულს იმიტომ, რომ მოუქნელი ხდება თანდათანდა რასაც ვერ ემუქრება, იმას ეგუება,ხოლო სიტყვას იმიტომ,რომ სარკეებს გასცდა თანდათანდა ახლა უნდა, რომ ანდერძს ემსგავსოს.
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი