პოეზია · ლირიკა
ლაზარე
მართა მართალია.დამთავრდა, მარიამ,ჯვარს აცვეს იესო,განიბნენ სხვანიდა ვიდრე განიხვნენკარნი ზეცათანი,მოაწყდა ქვეყანასგოდების ღვარი.
განბანილს ზეთით დაშესუდრულს ტილოთი,მესმოდა, მარიამ,როგორ დამტიროდით,მაგრამ გარინდულისასწაულს ველოდი,ტიროდა იესოც,გლოვობდა არე.მჯეროდა, მძინარემკვდრეთით აღვსდგებოდი,რაბი მიხმობდა:“გამოვედ გარე!”
ამბობდით,რომ აღმდგარსდამჩემდა დუმილი,რომ რაღაც მთავარიდებსაც დავუმალე,ვიყავი ცოცხალიდა ცოცხალს არ ვგავდი,მდუმარე, მდუმარე...
მარად მოფუსფუსედა დაუზარელი,დამზრალი მორჩივითჩქამობენ დები.მორჩილად აღვსდექი,მეორედ ცოცხალიმეორედ ვკვდები.
კვლავ კართან მომდგარივერ გაიცნო ვერავინ,მგზავრი თუ ეგონე,შორისკენ მსწრაფი.“გამოვედ, გამოვედ!” -შენი ხმა მომესმის.რაბი, რა ბინდია!მოვდივარ, რაბი!