პოეზია · ლირიკა
*** "მე იშვიათად გიგონებ ახლა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
მე იშვიათად გიგონებ ახლა,შენს ბედს არა ვჭვრეტ, როგორც მისანი,იმ უმნიშვნელო შეხვედრამ შენთანგულს დააჩნია მაინც ნიშანი.
განგებ გვერდს ვუვლი შენს წითელ სახლს დამღვრიე მდინარეც თავისთვის ღელავს,მზით გაჯერებულ სიმშვიდეს მაინცმწარედ გიშფოთებ _ ვიცი და მჯერა.
შენ არ ხარ კაცი, ვისაც ვუყვარდი,სწვავდა სურვილი ჩემი შეხების,არც ის კაცი ხარ, ვინც ჩემი ტანჯვამოავარაყა ოქროს ლექსებით,
მაგრამ მომავლის ანარეკლს ვხედავ,როს ცისფერ სამოსს საღამო იცვამსდა ხელმეორე ჩვენი შეხვედრისგარდუვალობას მე გული მითქვამს.