პოეზია · ლირიკა
"ოცდაერთი რიცხვი. ორშაბათი. ღამე." (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ოცდაერთი რიცხვი. ორშაბათი. ღამე.სიზმარეულ ნისლში გახვეული ქალაქი.ამიხსენით ვინმემ, ო, მითხარით რამე, -ვინ შეთხზა, რომ არის სიყვარული მარადი.
უსაქმობის გამო ეს იწამა ყველამდა გონების საღ ხმას აღარავინ იგონებს,სიყვარული უნდათ, სიყვარულის სჯერათ,სიყვარულზე წერენ გულისმომკვლელ სტრიქონებს.
დაინახა ცოტამ ამ ყველაფრის მიღმა -სიყვარულის მითი ხალხის მონაგონია...მეც შემთხვევით ამას გადამყარა ფიქრმადა მას შემდეგ თავი ავადმყოფი მგონია.