პოეზია · ლირიკა
* * * ბებერი მუხა კვლავ წარსულს აქებს (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
ბებერი მუხა კვლავ წარსულს აქებს.მთვარე შუქს აფრქვევს ზანტად, ნებივრად.მე შენს სანუკვარ, ღვთაებრივ ბაგესოცნებებშიაც არ შევხებივარ.
იისფერ ჩადრში - შუბლი და თმები.აქ ხარ სნეული, სიჩუმით სავსე.მეყინება და მითრთის თითებიშენი ხელების გახსენებაზე.
წელთა დინებას დუმილი სდევდა.შეხვედრის ჟინი ვით არ მახსოვდეს.შენი პასუხი მიმატებს სევდას:ეს მე მიყვარდი, შენ _ არასოდეს.