↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვა

გაბაიძე გიორგი

2009-11-121 წთ საკითხავი19583 ნახვა

—
...................................გამოვარღვიე ბაგეები, თუ ცის ფარდაგი,ჩემი სახელი მანძილია - ციდან მიწამდე,მე დავუბრუნე ყოველივე თავის თადარიგსდა საკუთარი არსებობა მევე ვიწამე…
განხორციელდა ყოველივე როგორც აწ არიყველა ენაზე, ყოველივე ითქვა ენებით…ბაწარი - იუდა, ჰეროდეა - ავხორცი ელდა...(გნებავთ პირიქით წაიკითხეთ თუკი გენებოთ.)...
ბევრის დიდების მოზიარე გავმხდარვარ თუმცა,იშვიათად კი სამადლობელს მოვისმენ რასმე,გაუკვირდებათ თუ ჩემს თვალზეც ნახავენ კურცხალს,კურცხალს რომელსაც საკუთარ თავს სალბუნად ვასმევ...
ყოფნა - ყოფნისთვის, გადაიქცა რადგან რუტინად,ვერ ავიტანე უჩემობა მიწაზე მეც დაადამიანით შევიმოსე იმავ წუთიდან,ჯვარს კი არ ვეცვი, ხორცის ნაცვლად თვით ჯვარი მეცვა...
...................ეს ლექსი ხარკი გეგონებათ, მე კი შესაწირსვუწოდებ, რადგან ნაფცქვენია სულის, - მცირედი,სულის, რომელიც დაისჯება ნაცვლად მესაჭის,რადგან იმედად დარჩენია მხოლოდ იმედი...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი