↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს ლექსის რაინდო

გაბაიძე გიორგი

2020-06-121 წთ საკითხავი19620 ნახვა

—
გენრი დოლიძეს
შენ შეიძლება არც გიფიქრია,შენი ფიქრები ქარმა არია,ნაპოეტრები სადღაც მიქრიან...შენ სისხლში რჩები რაც მთავარია!
შენ პოეტობა გეფიანდაზა,გწამდეს წარსულში უსამსალია,ახლა პოეტობს ყველა ჯამბაზი,ყველა მასხარა, ვისაც სცალია.
დრო დადგა დაჭკნეს ტრიფოლიატი,შენში გენია თითქოს გაორდა,უფალს ტარიგად სტროფებს მიართმევ,თუ არ გაგისკდა მანამ აორტა...
თუკი განგებამ კვლავაც დაგინდო,კვლავ აირეკლო სუნთქვაში ფრესკის,შენ საქართველოს ლექსის რაინდო,მილენიუმი ხელთათმანს გესვრის.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი