↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ

სამადაშვილი ნიკო

2026-07-181 წთ საკითხავი6767 ნახვა

—
ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ,ზარებს დარეკავს მიწების რიგი,დაუშვებს წვიმა და ელვის ეტლიცის კრამიტებზე ასტეხავს ხრიგინს.მოვარდნილ გრიგალს ფერწასულს,დაღლილს,ჩემს სიკვდილს კიდევ დაუმალავენ,შორს კი ვარსკვლავზე ბარით ჩაივლისმარადისობის ყრუ მესაფლავე.აქ ჭოტი ძახილს წყალში გაურევს,შეკრთება სადღაც მკვდარი ბუნება,უკან კი მძლავრად დაიხმაურებსათასი ღამის უდაბურება.როდესაც ყველა იქნება გრილი,როცა ლოდებიც ვერ დამფარავენ,წავა და ცისკენ დაიწყებს ტირილსმარადისობის ყრუ მესაფლავე.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი