↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 26 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა,მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.
მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებსშენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.
ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო დაეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები...და მაშინ გეტყვი, რომ მიყვარხარ! თუმცა მანამდესჯობს არ მნახო და დავრჩე შენთვის გამოცანადვე.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი