↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 27 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21586 ნახვა

—
როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,როცა სხეული, დაქანცული, მისახედია,გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებსდა სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.ჩემი ფიქრები ამ წამწალით ვეღარ დაღლილან,შენსკენ მოდიან მომლოცველად. როგორც მწირები,თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ, ბრმათა სახილავს,შენზე ვკაეშნიბ, ყოველღამე შენ გეწირები.რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება,შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს,მოადგება და ალმასივით გამობრწყინდებადა ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად.დღისით დაქანცულს რამე მწამლავს ფიქრების შხამით,არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი