↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სულ უბრალოდ და მარტივად ვცხოვრობ" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)

ახმატოვა ანა

2023-06-131 წთ საკითხავი4986 ნახვა

—
სულ უბრალოდ და მარტივად ვცხოვრობ,ცას ვუცქერ და ღმერთს მადლობას ვუხდი,ოღონდ ძილის წინ ვსეირნობ დიდხანს,რომ მოვერიო უაზრო წუხილს.
ხრამში შრიალებს ოროვანდები,ცირცელს მტევნების სიმძიმე ღუნავს,მე კი ლექსებით ვეხმიანებიცხოვრების სწრაფ და ცვალებად ბრუნვას.
ხელებს მილოკავს ფუმფულა ფისო.ვბრუნდები. ვრითმავ ამბავს მოგონილსდა, ტბის ნაპირებს გადანთებული,წითლად ანათებს ღამეს კოცონი.
მხოლოდ ხანდახან სიჩუმეს გაჰკვეთსყარყატი.
გულმა კი რა იღონოს?ახლა კარებზე შენი კაკუნიმე, შეიძლება, ვერც გავიგონო.

ახმატოვა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი