↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სულერთია, სად მოვიწყენ" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)

ახმატოვა ანა

2023-06-131 წთ საკითხავი4989 ნახვა

—
სულერთია, სად მოვიწყენ _მოწყენისთვის არ არსებობს ზღუდე.ბორცვის ძირას წისქვილი თვლემსდა აქ წლობით შეიძლება დუმდე.
დასტრიალებს აბრეშუმასფუტკარი და ბზუილით კვეთს სივრცეს,ტბორთან ვდგავარ, ალს ვეძახი,ის კი უკვე მკვდარიაო, მითხრეს.
ტბორი, ყლარტით დაფარული,დამშრალია, ენატრება ნამი,მოცახცახე ვერხვის ფოთლებსმთვარის შუქი ავარაყებს ღამით.
ვეღარა ვცნობ აქ ვერაფერს,ალვა ცრემლებს მარგალიტად ისხამს.ვდგავარ, ვდუმვარ და მზადა ვარ,თუნდ ახლავე შევუერთდე მიწას.

ახმატოვა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი