↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 28 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21579 ნახვა

—
ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს,დღე – შრომოთ მქანცვს, ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,მარად ტანჯული სული ჩემი როსრა ხარობდეს.დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნაფიცებად,დღისით და მზისით – მძიმე ჯაფამ გული დაღარა,ღამის წყვდიადში – უშენობით სული იცვლება.რადგან დღე – ღამეს ჩემი ტანჯვა აღარ მოსწყინდა,დღეს ვეუბნები, რომ შენა გგავს ზეცის ფერია,ღამეს ვარწმუნებ, როცა მინდა მისი მოსყიდვა,რომ ვარსკვლავებსაც ჩემი სატრფოს თვალთა ფერი აქვთ.დღე კვლავ მაწამებს, ჩემსკენ ვეღარ გადმოვიბირე,და მწუხრი ისევ მწუხარებით ტანჯვას მიპირებს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი