↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 29 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2012-08-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა-კვალი,ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი, ზოგის წარსული,მაშინ, ძვირფასო, შენი სახე მომაგონდებადა გალაღებულს, უბადრუკი ფიქრის შემრცხვება,საგალობელად გადიქცევა ჩემი გოდება.და ოცნებები ფრთას გაშლიან ცაში მერცხლებად.ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა,რა ბედენაა მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი