↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 3 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2016-10-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
სარკეში იგრძნობ – დროა უკვე გახდე მშობელი;განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელიდა ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა.ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ,ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას,მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარდა არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება.დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ,მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა,როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს,მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას.უშვილ–უძირო თუ დარჩები მიუსაფარად,მაგ შენ სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი