↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 3 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,რომ დროა, ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,რომ ამ სამყაროს, დედობრივად გრძნობამორეულს,მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.
თანამეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,ან ეგებ გიჯობს, ეგ სხეული სამარედ გექცესდა ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.
შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავსჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,მაშ, შენც ჩახედე შვილის სარკეს, სანამ შენს ცხედარსდრო არყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ გაგეტოლება,ისე მოკვდები, მომგონიც კი არ გეყოლება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი