↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 30 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21584 ნახვა

—
მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს,რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი,მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებსგარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.
და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალითერთგულ მეგობარს, აწ ჩაკარგულს ბნელ სამარეში,კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალითხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.
და კვლავ ნელინელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი,კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა,იმის გამგები ამქვეყნად კი არავინ არი,რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.მაგრამ როგორც კი, ჩემო კარგო, შენ მაგონდები,წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი