↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვერა, ვერ შევძელ, სიყვარულო, სუსხის გალღობა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1881 ნახვა

—
ვერა, ვერ შევძელ, სიყვარულო, სუსხის გალღობა,გული დამიხშეს, სასოებას ბჭე დაუხურესდა გზა, რომელსაც მოყურადე სევდით უყურებს,მიმქრალია და შორეული, როგორც ბალღობა.
მიჯნებს სიცოცხლე-სიკვდილისას ბინდით გავღობავ,მაგრამ შენი ხმა გადმოლახავს ბნელს და უკუნეთსდა შენი ხატი გადასწვდება სხვა საუკუნეს,ვით სილამაზის დამკვიდრება და უკვდავყოფა.
და ჩემი ჰანგი მოგეკმევა, როგორც საკმელი,ვით განძი გვირგვინ-შემოსილი და მისარქმელი,და - უჩვეულო იერსახით, უცხო სამოსლით -
შენ გადმოდგები ღრუბლებიდან, როგორც ოცნებადა შენი სული, მშვენიერო, ამ გარდამოსვლითწარმავალობის მცდარობაში დამემოწმება...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი