↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მან სული იგი მშვენიერი მოსცა და წარცა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1883 ნახვა

—
მან სული იგი მშვენიერი მოსცა და წარცა,ვარსკვლავი ვარსკვლავს დაეთხოვა, თვისტომი თვისტომს,განქარდა მთვარის იაგუნდი და ამეთვისტოდა უდაბნოში გაიმტვერა თიხად და ცარცად.
ხანძრად და ნაცრად, სულო ჩემო, ხან ზღვად და ხან ცად -წრიალებს ეტლი მორღვეული, ციმციმებს დისკო,რომ დასწვდეს ჩემს წყლულს, ჩვენებაო ჩუმო და გლისპო,და შენი ხელით გადამსხვრეულ მკლავსა და ბარძაყს.
ხატება მისი ღრუბლებიდან ვინ ჩამოფლითა,ვინ მომიქუჩა ზმანებები ბინდის მაყრებად?ვღვარე და ვღვარე ქვეყნის სისხლი, ქვეყნის ოფლი და
მაინც ვერ შევძელ სამზეოთი მე დანაყრება,და მაინც მშვიდად ვეშურები წუთისოფლიდანდა თითქოს გულიც არაფერზე მეთანაღრება...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი