↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კახეთი...რთველი

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40764 ნახვა

—
იმ ღამეს მაინც...შენს შავ თვალებშიხტოდნენ ჭინკები და ვარსკვლავები.მე ლაფში ჩამრჩა ჩემი კამეჩიდა შენი ეზოს ბარდში გავები.
ცალკე მტანჯავდა რიდი და შიში,მაგრამ ვინ იყო ჩემი გამგები,შენს შეიმალე აივნის ჩრდილშიდა მომიქსიე ავი ძაღლები.
აივნის რიკულს ვაზივით შერჩი,ნაწნავის ბოლო პეშვით დაფშვენიდა, გაწბილებულს, გადმომყვა ბნელშიშენი თვალები და მამაშენი.
მე მისი რისხვა ძლივს ავიცილე,ძლივს ავარიდე ხმელ კომბალს კეფა...და ახლაც მესმის შენი სიცილიდა გაანჩხლებულ ძაღლების ყეფა.
1956
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი